|
|
კომპანიის შესახებ
"ელგამა–ელქტრონიკა ჯორჯია" ელექტრო–ტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი ლიტვური კომპანია "ელგამა-ელეკტრონიკას" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ახორციელებს "ელგამა-ელეკტრონიკას" პროდუქციის, კერძოდ ელექტრომრიცხველების, იმპორტსა და რეალიზაციას.
საქართველოში "ელგამა–ელქტრონიკა ჯორჯიას" პარტნიორები არიან მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიები: "ენერგო-პრო ჯორჯია", "თელასი" და "კახეთის ენერგოდისტრიბუცია".
კომპანიის მიზანი ქართულ ენერგობაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და საქართველოს გამრიცხველიანების პროცესში აქტიური მონაწილეობაა.
"ელგამა-ელქტრონიკა“
ლიტვური კომპანია „ელგამა–ელექრტონიკა“ 1992 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია აწარმოებს ერთფაზიან და მრავალფუნქციურ სამფაზიან ელექტრომრიცხველებს, ასევე მოწყობილობებს, რომლებიც სამრეწველო და ენერგეტიკულ სექტორებში გამოიყენება. სთავაზობს მომხმარებლებს ელექტროენერგიის აღრიცხვის ავტომატიზებულ ინფორმაციულ სისტემებს.
|